27 აპრილი 2024,   08:13
ვრცლად
"კაპიკი ფული ბიუჯეტს არ გადაუხდია," - საავტომობილო გზების დეპარტამენტი „შაბათის კურიერში“ მომზადებულ რეპორტაჟს გამოეხმაურა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი „შაბათის კურიერში“ მომზადებულ რეპორტაჟს საგანგებო პრესკონფერენციით გამოეხმაურა.

რეპორტაჟში ნათქვამი იყო, რომ გზების გაფართოება ბიძინა ივანიშვილის ხეებისთვის ბიუჯეტის ფულით ხდებოდა.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში ივანიშვილის ხეების გადასატანად გზები ბიუჯეტის ფულით არ იგება და ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„საგზაო დეპარტამენტი, ისევე როგორც მისი ყველა რეგიონალური წარმომადგენლობა, როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე ყველა სხვა რეგიონში, აწარმოებს შესაბამის სამუშაოებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. ჩვენი ინფორმაციით, 5 მილიონზე მეტი დაიხარჯა მარტო იმ გზების კეთილმოსაწყობად, სადაც მართლა გაიარა ხემ. აქ კაპიკი ფული ბიუჯეტს არ გადაუხდია, საერთოდ მონაწილეობა არ მიგვიღია, საერთოდ არ ვყოფილვარ ჩართული ამაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა და ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის,“ - განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ.

დღის ამბები