27 აპრილი 2024,   02:40
ვრცლად
მარიხუანას ლეგალიზება - მმართველ გუნდში მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობენ და მომხმარებლების რიცხვის ზრდას პროგნოზირებენ

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მარიხუანას მოხმარება კანონით აღარ დაისჯება. საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში „გირჩმა“ უჩივლა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად კოდექსის იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა ითხოვა, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის ჯარიმას აწესებდა. სასამართლომ "გირჩის" არგუმენტები პარლამენტის წინააღმდეგ სრულად გაიზიარა. პოლიტიკურ გაერთიანებაში ამბობენ, რომ მათ სისტემაზე გაიმარჯვეს და ათასობით ადამიანი სანქციებს გადაარჩინეს.

მარიხუანას მოხმარებას ლეგალიზებას მმართველი პარტიის პროტესტი მოჰყვა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს საშიში გადაწყვეტილება მიიღო და უახლოეს მომავალში ქვეყანაში მარიხუანას მომხმარებლების რიცხვი გაიზარდება. პარლამენტში ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში საკანონმდებლო ვაკუუმი შეიქმნა, რომლის დარეგულირებასაც უახლოეს მომავალში ეცდებიან.

პარალელურად მმართველი გუნდი ნარკოპოლიტიკის რეფორმისთვის ემზადება. საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია და დასაზუსტებელი მხოლოდ დეტალებიღა დარჩა.

ამავე თემაზე
დღის ამბები