02 მაისი 2024,   13:01
ვრცლად
მასშტაბური ტყის ხანძარი კალიფორნიაში - დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძარს, კალიფორნიაში ამ დრომდე ებრძვიან. დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. მაშველები 19 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.

სახანძრო ბრიგადების მიერ ჯერჯერობით, მხოლოდ ცეცხლის კერების 23 პროცენტი კონტროლდება. ხანძარმა უკვე გაანადგურა 1000-მდე შენობა. სამაშველო სამუშაოებს კვლავ ძლიერი ქარი აფერხებს, სწორედ ამიტომ შესაბამისი სამსახურები ხანძრის გავრცელების მიმართულების პროგნოზირებას ვერ ახერხებენ.

სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 40 ათასამდე ადამიანი.

დღის ამბები