03 მაისი 2024,   08:31
ვრცლად
მმართველი გუნდი გვენეტაძის შემცვლელის შესარჩევ კონსულტაციებში სავარაუდოდ, არ ჩაერთვება

ჩაერთვება თუ არა მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევისთვის დაგეგმილ კონსულტაციებში, უცნობია.

„ქართული ოცნების“ წევრები გიორგი მარგველაშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან და აკრიტიკებენ.

მმართველი გუნდი უკვე ეჭვქვეშ აყენებს გიორგი მარგველაშვილის მიერ კანდიდატის ობიექტურად შერჩევის პროცესს.

„რამდენად შეძლებს პრეზიდენტი ამ სიტუაციაში სწორი ნაბიჯების გადადგმას, როდესაც ერთადერთი აქვს თავის განცხადებაში, რომ ის არის სწორი გადაწყვეტილებების გზაზე დამდგარი და ხელისუფლება ყველაფრის მიჩქმალვას აპირებს... ასეთი წინაპირობით, როგორ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და რამდენად სამართლიანი იქნება მისი ხედვები?“-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს ოპოზიცია, მანამდე კი „ერთიან ნაციონალურ“ მოძრაობაში კონსულტაციების აუცილებლობაზე საუბრობენ.

„მნიშვნელოვანია რომ პრეზიდენტმა გააკეთოს მაქსიმალურად ღია და ჩართულობით გამორჩეული პროცესი,რომ ჩაერთოს ამაში ყველა“- აცხადებს ნიკა რურუა.

დღის ამბები