17 ივლისი 2019,   07:38
ვრცლად
"მეტი კითხვა არ დასმულა, რაც ჩემთვის არის გასაოცარი... გადადექი და შენი ბრალია ყველაფერი იყო ცარიელი წყალი“ - წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ხორავას ქუჩის მკვლელობის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მის გამოკითხვას აფასებს და აცხადებს, რომ ის დღევანდელი რამდენიმეწუთიანი გამოკითხვით გაკვირვებულია.

მინისტრი ფიქრობს, რომ მის მიმართ კითხვები არც არასოდეს ჰქონიათ და მისი გადადგომის მოთხოვნა მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული უსაფუძვლო განცხადებები იყო.

„მეტი კითხვა არ დასმულა, რაც ჩემთვის არის გასაოცარი. მე იმედი მაქვს,რომ ეს არ მიანიშნებს იმაზე, რომ კომისიას არ აქვს სურვილი სიღრმისეულად განიხილოს თუ რა როლი აქვს სისხლის სამართლის რეფორმებში იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს.

"კითხვების არარსებობა და სიმწირე ჩემდამი მიანიშნებს იმას, რომ არც არასოდეს ყოფილა რეალური კითხვები ჩემდამი და აი ის დიდი შეურაცხყოფის თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები,რომ გადადექი და შენი ბრალია ყველაფერი იყო ცარიელი წყალი“-განაცხადა წულუკიანმა.

საგამოძიებო კომისიას იუსტიციის მინისტრთან ერთადერთი კითხვა აღმოაჩნდა.
კომისიის ერთადერთი წევრი ოთარ კახიძე დაინტერსდა, მინისტრი ისევ ფიქრობს თუ არა, რომ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო.

კითხვაზე წულუკიანის პასუხი იყო: "რა თქმა უნდა ვეთანხმები,“ ამ პასუხის შემდეგ კახიძემ კომისიის თავმჯდომარეს განუცხადა, რომ მეტი კითხვა აღარ ჰქონდა.

კითხვები არ აღმოაჩნდათ არც კომისიის სხვა წევრებს. რის გამოც სერგი კაპანაძე იუსტიციის მინისტრს დაემშვიდობა და 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შს მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი კომისიის წევრების კითხვებს 5 საათზე მეტხანს პასუხობდნენ.

დღის ამბები