07 მაისი 2024,   03:42
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადება - მინისტრები შეფასებას არ აკეთებენ 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ზურაბიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველო კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, მინისტრებს კომენტარის გაკეთება არ სურთ. 

მთავრობის წარმომადგენლები პირდაპირი შეფასებისგან თავს იკავებენ და მხოლოდ რუსულ აგრესიაზე საუბრობენ. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებას არაერთხელ აქვს დაფიქსირებული პოზიცია, რომ 10 წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა ფართომასშტაბიანი აგრესია განახორციელა. 

„რუსეთის ფედერაციამ, 10 წლის წინ განახორციელა ფართომასშტაბიანი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ამის შედეგად, ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20% და ვაკვირდებით 10 წლის განმავლობაში ამ აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას, რაც გამოიხატება უკანონო ქმედებებში. კერძოდ, ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებებში, მათ შორის,  მძიმე შემთხვევები, რომელიც სიკვდილით სრულდება,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში კი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ, აგვისტოს ომთან დაკავშირებულ განცხადებას არ იცნობს.

„დღეს, ახლა შეკრებილი ვართ აქ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, იმისთვის, რომ ერთად ვიდგეთ 10 წლის თავზე რუსული აგრესიიდან, რასაც მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და სამწუხაროდ, ეს პროცესი გრძელდება. ეს გახლავთ სამწუხარო რეალობა, რომელიც მოხდა და დადგა 10 წლის წინ,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები