27 აპრილი 2024,   08:33
ვრცლად
ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე ტარიფების გაორმაგების გამო თურქეთი აშშ-ის ადეკვატურ პასუხს გასცემს - ერდოღანი 

ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე ტარიფების გაორმაგების გამო თურქეთი შეერთებულ შტატებს ადეკვატურ პასუხს გასცემს. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეფასებით, ოფიციალური ვაშინგტონის ცალმხრივმა ქმედებებმა ანკარას შესაძლოა ახალი მეგობრებისა და მოკავშირეების მოძებნა აიძულოს.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამოცხადებისა და ლირის რეკორდულად გაუფასურების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი ტელეფონით თავის რუს კოლეგას ესაუბრა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ვაშინგტონთან დაპირისპირების ფონზე თურქული ლირა დოლართან მიმართებით ერთ დღეში 20 პროცენტით გაუფასურდა.

დღის ამბები