05 მაისი 2024,   07:19
ვრცლად
"როდესაც სტრასბურგის მოსამართლეები ამ კადრებს ნახავენ, თავის სუბიექტურ გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებენ,“ - კობახიძე ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრობს 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ე.წ. ციანიდის საქმეს ეხმაურება. ირაკლი კობახიძე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ მცირე კომენტარს აკეთებს და სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნ სარჩელზე საუბრობს. 

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კადრები, რომელიც მამა გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ, საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელდა, მას ნანახი აქვს. მისი თქმით, მას შემდეგ რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლეები ამ კადრებს ნახავენ, ისინი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

„არ მინდა სიღრმეში შევიდე, მე პირადად მაქვს ნანახი უშუალოდ ის ვიდეო-კადრები, რომელიც გავრცელდა თავის დროზე, საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ. როდესაც სტრასბურგის მოსამართლეები ამ კადრებს ნახავენ, ისინი ალბათ თავის სუბიექტურ გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებენ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები