27 აპრილი 2024,   02:47
ვრცლად
"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს 

"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას მიმართავს, გაითვალისწინოს აზერბაიჯანის მაგალითი და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი. ოთარ კახიძის თქმით, ისევე როგორც მერაბიშვილმა, ასევე ილგარ მამადოვმაც, პატიმრობა სტრასბურგში გაასაჩივრა და მე-18 მუხლით მოიგო. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მამადოვი პატიმრობიდან გაათავისუფლა, თუმცა საქართველო ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ ევროსასამართლოს დადგენილებას არ ითვალისწინებს.

„აზერბაიჯანის შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული პირობით ვადამდე გათავისუფლების ფორმით. ამიტომ, ყველანაირი ლეგალური იურიდიული საშუალება არსებობს, რომ ვანო მერაბიშვილიც იქნას გათავისუფლებული, მამადოვის ანალოგიურად. ვინაიდან, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ვანო მერაბიშვილი არის ერთადერთი პატიმარი, რომელზეც დადგენილია მე-18 მუხლის დარღვევა, ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს ევროსასამართლოს დიდ პალატას და საქართველოს სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ შეასრულოს ეს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დღის ამბები