23 აპრილი 2019,   13:03
ვრცლად
პირველი კადრები თურქეთიდან, სადაც დღეს საქართველოს 3 მოქალაქე დაშავდა

პირველი კადრები თურქეთიდან, სადაც დღეს საქართველოს 3 მოქალაქე დაშავდა - ამ დროისთვის ავარიის შედეგად დაშავებულ საქართველოს ერთ მოქალაქეს უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.

40 წლის ქალს მოტეხილობა და მუცლის შიდა ტრავმა აღენიშნებოდა, ის რეანიმაციის განყოფილებაში რჩება.

ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. რაც შეეხება კიდევ 2 დაშავებულს, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, მისი მეუღლე კი მრავლობითი მოტეხილობებით ასევე რეანიმაციაშია მოთავსებული. ადგილზე საკონსულოს წარმომადგენლები იმყოფებიან.

ავარია ტრაპზონში დღეს გამთენიისას მოხდა. ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავ ავტომანქანას საქართველოს 21 მოქალაქე - სეზონურად მომუშავე მუშები გადაჰყავდა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები