27 აპრილი 2024,   03:19
ვრცლად
„როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო" - ირაკლი კობახიძე

„როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო,“-  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, შენობის ზომა არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც ფართოა.

„როცა საუბარი მქონდა ილუზიებზე, რომელიც შექმნილია პრეზიდენტის ინსტიტუტის გარშემო, ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი არის პრეზიდენტის სასახლეც. ანუ, როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო. ერთგვარი ილუზიები იქმნება ამ სიმბოლოებით. აქედან გამომდინარეც, მნიშვნელოვანია, რომ უფლებამოსილებებთან თანხვედრაში იყოს სიმბოლოები, მათ შორის პრეზიდენტის სასახლე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები