27 აპრილი 2024,   06:35
ვრცლად
თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობას ავარიულ კორპუსებში მცხოვრებლები აპროტესტებენ

თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობას ავარიულ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა აპროტესტებს.

ადგილობრივები ნგრევის რეალურ საფრთხეზე საუბრობენ და ავტობანის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, მოსახლეობა უკიდურეს ზომებს მიმართავს.

„ჩვენთან მოვიდა ბატონი გიორგი შენგელია, პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა, რომ როდესაც წარმოადგენ ერთ-ერთ უწყებას, არ უნდა დასცინოდე მოსახლეობას და არ უნდა ესაუბრებოდე ცინიკურად. ჩვენ ვაპირებთ, სექტემბერში შევიტანოთ სარჩელი და გზის მშენებლობის შეჩერება მანამდე, ვიდრე ჩვენი საკითხი არ გადაწყდება,- განაცხადა კორპუსის წარმომადგენელმა, ლუკა მელაშვილმა.

დღის ამბები