21 ნოემბერი 2018,   14:58
ვრცლად
დატბორილი სახლები, გაფუჭებული საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი და მოსავალი - ანაკლია ელექტრონულ ფესტივალს მოუწესრიგებელი ხვდება

დატბორილი სახლები, გაფუჭებული საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი და მოსავალი - ასე ხვდება ანაკლია ელექტრონულ ფესტივალს. ერთ-ერთი მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის ”ექო ვეივის” დაწყებამდე 4 დღით ადრე, ადგილობრივები დამსვენებლებს მოუმზადებლები ხვდებიან. ანაკლიის მცხოვრებლების თქმით, მოსულმა სტიქიამ სახლები დაუზიანა, რომლის შეკეთებას ვერ ახერხებენ.

დატბორილი სახლებისა და განადგურებული მოსავლის მიზეზად, ადგილობრივები ანაკლიის პორტის მშენებლობის ასახელებენ. მათი განცხადებით, სანიაღვრე არხების არასწორი დამონტაჟების და წყლის გადინების გამო მათი სახლები ხშირად იტბორება. ფესტივალის სტუმრებისთვის ბანკის სესხით გარემონტებული სახლების შეკეთების საშუალება აღარ აქვთ. არაერთი თხოვნის მიუხედავად მთავრობა კომპენსაციაზე უარს ეუბნება.

მოსახლეობის პრეტენზიებს არ იზიარებენ ანაკლიის პორტის ადმინისტრაციაში. მათი განცხადებით სახლების დატბორვა არა პორტის მშენებლობას, არამედ დასავლეთ საქართველოში უხვი ნალექის მოსვლამ გამოიწვია. 

პრობლემების პირისპირ დარჩენილი ანაკლიის მოსახლეობისგან განსხვავებით, ფესტივალის ორგანიზატორები ჩამოსული მსმენელის მისაღებად სრულ მზადყოფნაში არიან. წელს ”ექო ვეივი” 11 ათასამდე სტუმარს ელოდება.

დღის ამბები