26 აპრილი 2024,   22:03
ვრცლად
თბილისში, გლდანის რაიონში მამაკაცის ცხედარი იპოვნეს

გლდანის მე-5 მიკრორაიონში 45 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.

ცხედარი მოგვიანებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები