27 აპრილი 2024,   08:52
ვრცლად
გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა 

პრემიერ-მინისტრის მიერ გუბერნატორების წარდგენამდე 1 საათით ადრე გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მერაბ ჭანუყვაძემ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

"მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა. ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე.

ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხისა და ჩემი ქვეყნის სამსახურში“, - წერს მერაბ ჭანუყვაძე.

მერაბ ჭანუყვაძე გურიის გუბერნატორის პოსტზე 2017 წლის 23 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე კი ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.

6 რეგიონის ახალი გუბერნატორების ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. რწმუნებულებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სპეციალურ ბრიფინგზე წარადგენს.

კონკრეტული გვარებისა და სახელების შესახებ მთავრობაში ჯერ არავინ საუბრობს, თუმცა "კურიერისთვის" ცნობილია მათი ვინაობა.

სამეგრელოს გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია,მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად კი შალვა კერესელიძე ინიშნებიან. ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი ხდება, შიდა ქართლის ალეკო ხოჯევანიშვილი.

იმერეთს შავლეგო ტაბატაძე უხელმძღვანელებს, სამცხე- ჯავახეთს ბესიკ ამირხანაშვილი. პრემიერ მინისტრმა რეგიონული განვითარების მართვა სოზარ სუბარს ჩააბარა.

დღის ამბები