27 აპრილი 2024,   06:12
ვრცლად
ბორჯომის ხეობაში ტყის მასივში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ბორჯომის ხეობაში 2008 და 2017 წლის ხანძრით დაზარალებული ტყის აღდგენითი სამუშაოები სექტემბრიდან დაიწყება. მანამდე კი ტყის მასივში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

ტყეში მოეწყო ხანძარსაწინააღმდეგო ზოლები, რომელიც მომავალში მსგავსი მასშტაბის კატასტროფის განმეორებას შეუშლის ხელს. ხანძრის შედეგად ჯამში 943 ჰექტარი ტყეა განადგურებული. 2018 წლის ბოლომდე დაგეგმილია ტყის აღდგენა 250 ჰექტარზე, სადაც 400 000 ნერგი დაირგვება. ყველა ნერგი ადგილზევე, ენდემური ჯიშის ხეებისგანაა გამოყვანილი.

„აღდგენითი პროექტის ფარგლებში, სოფელ დაბაში მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორიის გაწმენდა. წელს შევისწავლეთ ნიადაგი მოხდა გარკვეული ნიადაგის შემოღობვა და სექტემბრის მეორე ნახევარში დაიწყება დარგვა,“-განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, თორნიკე გვაზავამ.

დღის ამბები