27 აპრილი 2024,   07:04
ვრცლად
ოპონენტების განცხადებები, რომ გერმანიის რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგიდან საქართველო გამქრალია, რბილად რომ ვთქვათ არასერიოზულია - ზალკალიანი

ანგელა მერკელისა და პუტინის შეხვედრას, სადაც ოპოზიციის მტკიცებით, საქართველოს საკითხი არ განხილულა საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება.

დავით ზალკალიანი ოპოზიციის შეფასებებს არ იზიარებს. მინისტრის განცხადებით, იმის მტკიცება, რომ რუსეთს-გერმანიის ურთიერთობიდან საქართველოს საკითხი გამქრალია არასერიოზულია.

ზალკალიანი ამბობს, რომ წარმოუდგენელია საქართველოს ოპოზიციურმა სპექტრმა იცოდეს, განიხილა თუ არა გერმანიის კანცლერისა და რუსეთის პრეზიდენტის ხანგრძლივი შეხვედრისას უკრაინის გარდა საქართველოს საკითხი.

„ჩვენ მოვისმინეთ ოპონენტების განცხადებები, რომ თითქოს საქართველო გამქრალი არის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და მათ შორის გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგიდან, გერმანიის რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგიდან , რბილად რომ ვთქვათ ეს არის არასერიოზული გამომდინარე იქიდან, რომ ამ შეხვედრიდან, ვგულისხმობ რუსეთ-გერმანიის შეხვედრიდან რამდენიმე დღეში ქალბატონი მერკელი ეწვევა საქართველოს. აბსოლუტურად არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ სამსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად იყო თუ არა განხილული საქართველოს საკითხი, რომ ამის შესახებ იციან ოპონენტებმა“-აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

დღის ამბები