26 აპრილი 2024,   23:37
ვრცლად
ახალი კონსტიტუცია იბეჭდება - დოკუმენტი მზად კონსტიტუციის დღისთვის უნდა იყოს

ახალი კონსტიტუცია, რომელსაც დიდი დაპირისპირების შემდეგ ხმა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ მისცა, ახლა იბეჭდება. ქვეყნის მთავარი კანონის პირველი სამაგიდო წიგნები მზად 24 აგვისტომდე უნდა იყოს. პრეზენტაცია სწორედ კონსტიტუციის დღეს უნდა შედგეს, თუმცა ძალაში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა.

„ქართულ ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების პასუხად ამბობს, რომ დოკუმენტი საბოლოო ჯამში ვენეციის კომისიამ და ევროსაბჭომ მოიწონა.

ოპოზიცია ახალ კონსტიტუციას კვლავ ერთპარტიულს უწოდებს და ხელისუფლებას ახსნებს, რომ ეს ცვლილებები კონსესუსის გარეშე მიიღო.

„ქართული ოცნების“ გარდა, ყველა მომხრე იყო, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გადასულიყო და ეს პროცესი 2024 წლისთვის არ გადაედოთ.

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის ცვლილებას და კიდევ რამდენიმე მუხლს აპროტესტებდა.

საკონსტიტუციო ცვლილებებს გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო, მაგრამ საპარალამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ყველა წინა ვეტოს მსგავსად ისიც დაძლია.

დღის ამბები