27 აპრილი 2024,   00:46
ვრცლად
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რუსული გავლენის გაძლიერებაზე იმსჯელეს

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განხილვის მთავარი თემა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იყო.

კანონმდებლების წინაშე მოხსენებით ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ვეს მიტჩელი და შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი გამოვიდნენ.

კომიტეტის თავმჯდომარემ გახსნით სიტყვაში დამსწრეებს შეახსენა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ყირიმის ანექსია და ჩაერია შეერთებული შტატების არჩვენებში.

ვეს მიტჩელმა კი აღნიშნა, რუსეთს მიმართ დაწესებული სანქციები აიძულებს რუსეთის ხელისუფლებას და პირადად პუტინს, გადახედოს საკუთარ სტრატეგიას და ქმედებებს საერთაშორისო არენაზე.

„იმისთვის, რომ რუსეთის მიმართ შეერთებული შტატების დიპლომატია ეფექტიანი იყოს, ამერიკა უნდა იყოს ყველაზე ძლიერი სამხედრო თვალსაზრისით და სრულად ინტეგრირებული ჩვენს მოკავშირეებთან.

"ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ევროპის წინა ხაზზე მყოფი ქვეყნების მხარდაჭერაზე, რომლებიც ყველაზე მეტად მგრძნობიარეები არიან რუსეთის გეოპოლიტიკური ზეწოლის მიმართ. ჩვენ გავაუქმეთ წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც უკრაინასა და საქართველოს მიერ რუსეთის ტერიტორიული აგრესიის შეკავებისთვის საჭირო თავდაცვითი იარაღის შეძენას ეხებოდა.

"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დღეს რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე მოიცავს კრემლის უპრეცედენტოდ თავხედურ ზეგავლენის მცდელობას ჩვენი მოკავშირეების ტერიტორიებზე და შეერთებულ შტატებში,“ - განაცხადა ვეს მიტჩელმა.

დღის ამბები