27 აპრილი 2024,   01:43
ვრცლად
ანგელა მერკელი საქართველოს ხვალ ეწვევა

ხვალ თბილისში გერმანიის კანცლერს ელოდებიან. პირველი ოფიციალური შეხვედრა ანგელა მერკელს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ექნება.

დაგეგმილია დელეგაციების გაფართოებული შეხვედრაც, რის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.

ხვალვე აუდიენცია გაიმართება პრეზიდენტის სასახლეში, გიორგი მარგველაშვილთან.

გერმანიის კანცლერის საქართველოში ორდღიან ვიზიტს უმნიშვნელოვანესად აფასებენ, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.

ქართველი პოლიტიკოსები განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფეებებისადმი გერმანიის მხარდაჭერაზე ამახვილებენ.

დღის ამბები