27 აპრილი 2024,   06:04
ვრცლად
2 მილიონი ეშმაკის ბორბალზე საათის დასამონტაჟებლად - იტალიურ კომპანიაში ადასტურებენ რომ მოლაპარაკებები დაწყებულია

კახი კალაძე რუსთავი2-ს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.

თბილისის მერის ბრლადება გუშინ კურიერის 9-საათიან გამოშვებაში გასულ რეპორტაჟს უკაშირდება, რომელიც ეშმაკის ბორბალზე გიგანტური საათის დამონტაჟებას და ამ მიზნით თბილისის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარის დახარჯვას ეხებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია თბილისის მერის მოადგილემ დაადასტურა, კახა კალაძე რუსთავი2-ს ბოდიშის მოხდას ურჩევს.

თბილისის მერი ამბობს, რომ რუსთავი2-მა ერთ რეპორტაჟში სამჯერ იცრუა. მაგრამ  დედაქალაქის მერი არ უარყოფს, რომ 2 მილიონ ლარიანი საათის დამონტაჟებას ეშმაკის ბორბალზე მართლაც გეგმავს, თუმცა, კალაძე ამბობს, რომ ხელშეკრულება ჯერ იტალიურ კომპანიასთან გაფორმებული არ არის.

თუმცა, რუსთავი2-ს ხელთ აქვს დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია იგუზინთან დაწყებულია და ამას სატელეფონო კავშირში კომპანიის წარმომადგენელიც ადასტურებს.

მისივე განცხადებით, პროექტი იმდენად მასშტაბურია, რომ სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი ჩატარება პირდაპირ იტალიური კომპანიის ძირითად ფილიალს დაევალება.

„მერია აწარმოებს მოლაპარაკებას პირდაპირ კომპანიასთან. იტალიელ წარმომადგენლებთან ხდება კონტაქტი, ჩვენ კი ვმონაწილეობთ, მაგრამ ძირითადი სამუშაოები პირდაპირ იგუზინისთან ხდება. არაორდინალური პროექტი არის, ტექნიკურად რთულია და ამიტომ განიხილავენ პირდაპირ ტექნიკურ ჯგუფთან,“ - ამბობს კომპანია იგუზინის  წარმომადგენელი.

დღის ამბები