27 აპრილი 2024,   09:23
ვრცლად
კორუფციული გარიგება ინვესტორთან-ენმ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს უპირისპირდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის ფინანსთა ყოფილ მინისტრსა და აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. გელა დეკანაძის განმარტებით, ბათუმში ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, თურქ ინვესტორს 15 ათასი კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა, თუმცა ოპოზიციის მტკიცებით, ინვესტორს პირობა წაუყენეს, რომ სამშენებლო სამუშაოებს მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპანია შეასრულებდა, რომლის დირექტორიც აჭარის ფინანსთა ყოფილ მინისტრი დავით ბალაძე იყო.

„აჭარის კურატორმა არჩილ ხაბაძემ და მისმა მინისტრმა დავით ბალაძემ ეს ტერიტორია თავის დროზე გაასხვისეს ერთ პირთან მოლაპარაკების წესით. ეს ფირმა წელს გადასხვისდა უკვე სამ ერაყელ ბიზნესმენზე. ბალაძემ და ხაბაძემ კონკრეტულ შპს-ს  პირობა ჩაუდეს, რომ აღნიშნული შენობა უნდა აეშენებინა  კონკრეტულად "შპს ანაკს," რათა ამ წრეზე განაწილებულიყო კორუფციული თანხები,“-განაცხადა ენმ-ს აჭარის ორგანიზაციის წევრმა გელა დეკანაძემ

დღის ამბები