27 აპრილი 2024,   05:09
ვრცლად
ნატოს სამი ყოფილი გენერალური მდივანი ალიანსის ახალი შტაბ-ბინისთვის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭების მომხრეა

ნატო-ს სამი ყოფილი გენერალური მდივანი ალიანსის ახალი შტაბ-ბინისთვის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭების მომხრეა.

ლიდერებმა ამის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ანდერს ფოგ რასმუსენს, ჯორჯ რობერტსონსა და ხავიერ სოლანას მიაჩნიათ, რომ ეს იქნება შესაფერისი ნაბიჯი ალიანსის მიმართ სენატორის ღვაწლისა და ერთგულების დასაფასებლად.


ჯონ მაკკეინის ცხედარს რამდენიმე საათში ფინიქსის ბაპტისტურ ტაძარში გადაასვენებენ.

მემორიალურ ღონისძიებაზე სიტყვით შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოვა.

ფინიქსის შემდეგ ამერიკის ეროვნულ გმირს პატივს ვაშინგტონში მიაგებენ. კვირას კი ანაპოლისის სამხედრო აკადემიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

დღის ამბები