27 აპრილი 2024,   03:01
ვრცლად
რამდენიმედღიანი ტყვეობა დასრულებულია - თრუსოს ხეობიდან გატაცებული ხუთივე მოლაშქრე თავისუფალია

ოკუპირებულ ცხინვალში რამდენიმედღიანი ტყვეობა დასრულებულია - თრუსოს ხეობიდან გატაცებული ხუთივე მოლაშქრე თავისუფალია.

ახალგაზრდები ქართულ მხარეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ერგნეთში გადმოსცეს, მათ საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდა.

ერგნეთში ახალგაზრდებს მათი ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.

ამ დროისთვის უკვე მცხეთაში, პოლიციის განყოფილებაში, იმყოფებიან, სადაც მოლაშქრეები დეტალურად გაიხსენებენ, რა ვითარებაში და ზუსტად სად მოხდა მათი გატაცება.

საოკუპაციო რეჟიმმა თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში მყოფი 5 ახალგაზრდა ორი დღის წინ დააკავა. ისინი გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ დღეს გაათავისუფლეს.

რაც შეეხება გატაცების დეტალებს, ჟურნალისტები მოლაშქრეებთან გასაუბრებას პოლიციაში მათი გამოკითხვის დასრულების შემდეგ შეძლებენ. 

დღის ამბები