26 აპრილი 2024,   23:38
ვრცლად
თუკი აზერბაიჯანი გამოიწვევს ახალ ომს, ჩვენ გვინდა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა - ნიკოლ პაშინიანი

„ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, გვინდა, რომ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს, მაგრამ თუკი აზერბაიჯანი გამოიწვევს ახალ ომს, ჩვენ გვინდა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა,“- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებთან მთიან ყარაბაღზე საუბრისას განაცხადა.

ნიკოლ პაშინიანის თქმით, თუ აზერბაიჯანის მხრიდან აგრესიული ქმედებები განხორციელდება, ის ამის გამო დაისჯება.

„ჩვენ მზად ვართ და ძალაც შეგვწევს, დავიცვათ ჩვენი ხალხი. ჩვენ მზად ვართ, დავსაჯოთ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ახალ ომს და აგრესიას წამოიწყებს სომხეთისა და ყარაბაღის წინააღმდეგ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ახალი ომი გვინდა,“- განაცხადა ნიკოლ პაშინიანმა.

დღის ამბები