27 აპრილი 2024,   04:45
ვრცლად
ვაშინგტონის ეროვნულ კათედრალში ჯონ მაკკეინის პანაშვიდი მიმდინარეობს

ვაშინგტონის ეროვნულ კათედრალში ჯონ მაკკეინის პანაშვიდი მიმდინარეობს. შეერთებული შტატების ეროვნული გმირის ცხედარი ტაძარში კაპიტოლიუმის სასახლიდან საპატიო ყარაულის თანხლებით გადაასვენეს.

პროცესია დროებით ვიეტნამის ომის მემორიალთან შეჩერდა. მემორიალი ყვავილებით სენატორის ქვრივმა, სინდი მაკკეინმა, პენტაგონის ხელმძღვანელთან, ჯეიმს მატისთან, ერთად შეამკო.

დაკრძალვის ცერემონიაზე მთავარ გამოსამშვიდობებელ სიტყვას შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში, წარმოთქვამენ. სიტყვით გამოვლას გეგმავენ ჯონ მაკკეინის შვილი, მეგან მაკკეინი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერიც.

ერთ-ერთი, ვინც სასახლის გვერდით დგას, ქვეყნის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი და ჯონ მაკკეინის მეგობარი, ჯო ბაიდენია.

ამერიკის ეროვნული გმირის ანდერძის თანახმად, დაკრძალვის ცერემონიას არ ესწრება პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ტაძარში მისი ქალიშვილი, ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე, ჯარედ კუშნერი, იმყოფებიან.

დღევანდელი ცერემონიით შეერთებულ შტატებში ჯონ მაკკეინის ერთკვირიანი გლოვა დასრულდება. სენატორს ხვალ ანაპოლისში, სამხედრო-საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე, დაკრძალავენ. დახურული ცერემონია ვიწრო წრეში გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები