27 აპრილი 2024,   06:51
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციად ყალიბდება - 10 პარტიის ლიდერები სამომავლო გეგმებზე საუბრობენ

გაერთიანებული ოპოზიცია, საპრეზიდენტო მარათონის დასრულებამდე, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთობლივ გეგმაზე თანხმდება.

10-მა ოპოზიციურმა პარტიამ სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია ერთიან პოლიტიკურ საარჩევნო კოალიციად გამოაცხადა და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩაწერა.

10-მა პარტიამ შეთანხმებამ ხელი დღეს დემონსტრაციულად მოაწერა.

თანამშრომლობის ერთ-ერთი პირობაა, რომ საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სიის პირველი 30 ადგილი პლატფორმის წევრი პარტიებისა თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების თითო წარმომადგენლით უნდა დაკომპლექტდეს.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზეც საუბრობენ.

დღის ამბები