07 მაისი 2024,   02:35
ვრცლად
ჯონ მაკკეინს დღეს ანაპოლისის სამხედო აკადემიის სასაფლაოზე დაკრძალავენ

ამერიკა მის ეროვნულ გმირს ემშვიდობება. ბოლო დროის ყველაზე გამორჩეულ პოლიტიკოსს უკანასკნელ გზაზე დღეს ოჯახის წევრები და თანამებრძოლები გააცილებენ. დახურული სამგლოვიარო ცერემონია ანაპოლისის სამხედრო აკადემიის კაპელაში გაიმართება, რომლის კურსდამთავრებულიც იყო გარდაცვლილი სენატორი. ამის შემდეგ კი მაკკეინის ცხედარს აკადემიის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ, ოფიციალური სამგლოვიარო ცერემონია კი გუშინ, კაპიტოლიუმში გაიმართა, სადაც მას მეგობრებთან ერთად დიდი ხნის პოლიტიკური ოპონენტებიც დაემშვიდობნენ.

დღის ამბები