03 მაისი 2024,   05:41
ვრცლად
ოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერთან ერთად თბილისში "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ევროპული სკოლა გახსნა

ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად თბილისში აღმოსავლეთის პარტნიორობის ევროპული სკოლა გახსნა. ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში თბილისში ვიზიტს განაგრძობს. სკოლის გახსნამდე მას შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთანაც ჰქონდა.

„ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა, დაგეხმაროთ ყველა შესაძლებლობის გამოყენებაში თქვენი მიზნების მისაღწევად, სწორედ ამიტომ ვიწყებთ ამბიციურ პროექტს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა იქნება რეგიონული თანამშრომლობის სიმბოლო, ასეთი სკოლის დაარსება ევროკავშირის გარეთ იყო ჩემი ხედვა ეს იქნება დაწესებულება, სადაც არამხოლოდ მაღალი ხარისხის განათლების მიღების საშუალება ექნებათ სტუდენტებს, არამედ ეზიარებიან და გაითავისებენ ევროპულ ღირებულებებს“- განაცხადა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანიმ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული საკოლის გახსნის დროს შენობასთან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბნენ. საქართველოს პრემიერმა შეკრებილ სტუდენტებს მიმართა და განაცხადა, რომ მათი ინტერესები დაცული იქნება. მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმასა და ამ კუთხით მთავრობის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

„მინდა მივესალმო სტუდენტებს, რომლებიც გვამხნევებენ. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ სტუდენტების და ახალგაზრდების ინტერესი არის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ჩვენთვის, ისევე, როგორც განათლების სექტორის რეფორმა.

განათლების სექტორის რეფორმა არის ის უმთავრესი პრიორიტეტი, რომელიც საქართველოს მთავრობას დღეს აქვს.

"დღევანდელი პროექტი არის ჩვენი რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი,”-განაცხადა პრემიერმა.

სკოლაში სწავლება 56 მოსწავლეს შეეძლება, ევროპული სკოლა საერთაშორისო დიპლომს გასცემს. 

დღის ამბები