26 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მოხსენების ტექსტს ამკაცრებს - დოკუმენტში „რუსთავი 2"-ის საქმე მოხვდება

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მომზადებული მოხსენების ტექსტს ამკაცრებს. ცოტა ხნის წინ „კურიერს“ ინტერვიუ დოკუმენტის ავტორმა, ანდრეს მამიკინსმა მისცა. უკვე გადაწყვეტილია, რომ „რუსთავი 2"-ის საქმე ევროპარლამენტის მოხსენებაში აუცილებლად მოხვდება.

ევროპული პოლიტიკური ძალები მოითხოვენ, რომ დოკუმენტში გაჩნდეს ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებაც.

საქართველოზე მომზადებული მოხსენების ტექსტის გამკაცრების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ევროპელმა დეპუტატებმა დამოუკიდებელი ექსპერტის, ნონა მიხელიძის ალტერნატიული დასკვნა მოისმინეს, სადაც ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობაზე, მედიაზე ზეწოლასა და სასამართლო რეფორმის კრახზეა საუბარი.

„ანგარიშს უფრო მეტად წერს სამდივნო, ვიდრე საგარეო კომიტეტის მომხსენებლები. მათ იციან წინა რეზოლუციები და ეყრდნობიან ამ დოკუმენტებს. უკვე არსებობს შესწორებები „რუსთავი 2"-ის საქმეზე და მეც მოვაწერე ხელი ამ შესწორებებს, რადგან სიტყვის თავისუფლება არის აბსოლუტური უფლება. მნიშვნელოვანი არ არის, ვინ არის არხის მფლობელი, მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტები არ განიცდიდნენ არანირ პოლიტიკურ ზეწოლას. დოკუმენტი 7 რიცხვამდე ღიაა ცვლილებეისთვის და ბევრი შესწორება შევა „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით. ევროპის სახალხო პარტია განსაკუთრებით ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს, ვაკვირდებით ჩვენც, სოციალისტებიც,“- განაცხადა მამიკინსმა.

 

დღის ამბები