03 მაისი 2024,   07:05
ვრცლად
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, 40-მდე ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. დაშავებულთა რაოდენობა 150-ს აჭარბებს.

6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები, რომელიც, თითქმის, ერთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ყველაზე მეტად კუნძულ ჰოკაიდოზე იგრძნობოდა.

მიწისძვრამ სტიქიის ზონაში მეწყერი გამოიწვია და საცხოვრებელი სახლები ქვეშ მოიყოლა. დაზიანდა ტაძრები და ელექტროსადგურიც. დენის გარეშე სამ მილიონამდე აბონენტია დარჩენილი.

სტიქიის გამო, ჰოკაიდოს გუბერნატორმა რუსეთში ვიზიტი გადადო.

ამავე თემაზე
დღის ამბები