02 მაისი 2024,   17:46
ვრცლად
რუსეთის ეკლესია კონსტანტინოპოლს ურთიერთობის გაწყვეტით ემუქრება

რუსეთის ეკლესია კონსტანტინოპოლს ურთიერთობის გაწყვეტით ემუქრება. განცხადება ამის შესახებ რუსეთის სინოდის წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა ტელეკომპანია „რასიას“ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინის საკითხზე მსოფლიო პატრიარქთან დიალოგში საეკლესიო დიპლომატიამ საკუთარი თავი ამოწურა.

მიტროპოლიტმა სტამბოლში პატრიარქ კირილის ვიზიტი გაიხსენა და განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის მხარემ არა მარტო მათი ინტერესები არ გაითვალისწინა, არამედ უღირსად მოიქცა.

ილარიონის თქმით, თუ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებენ, რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს. 

დღის ამბები