03 მაისი 2024,   06:18
ვრცლად
ეს არის ძალიან დადებითი გადაწყვეტილება - სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" მხარდაჭერაზე

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტობისთვის ემზადება. 

“ქართული ოცნებიდან” მიღებული მხარდაჭერის გამო სალომე ზურაბიშვილს ემოციები არ დაუმალავს. ირაკლი კობახიძის განცხადებიდან დაახლოებით ორ საათში პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებით გახარებულია და ელოდებოდა კიდეც ამ შედეგს.

ზურაბიშვილი ახლა უკვე დარწმუნებულია რომ გამარჯვებასთან ახლოს დგას.

“ეს არის ძალიან დადებითი გადაწყვეტილება ცხადია ჩემთვის. მმართველი პარტიისთვისაც მე მგონი ეს არის სწორი და დემოკრატიული გადაწყვეტილება და მე მგონი ეს არის ქვეყნისთვის ძალიან სწორი გადაწყვეტილება,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები