27 აპრილი 2024,   07:41
ვრცლად
მაია მიმინოშვილი და თამარ სანიკიძე განათლების მინისტრმა თანამდებობებიდან გაათავისუფლა

მაია მიმინოშვილი, თამარ სანიკიძე, გია მაჩაბელი და მანანა მიქაბერიძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. ამის შესახებ გადაწვეტილება განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მიიღო.

მინისტრის გადაწყვეტილებით, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპების ხელმძღვანელები გათავისუფლდნენ.

„ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის შექმნა. თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა. შესაბამისად ამ პროცესს  ახალი ენერგია, ახალი ხედვები  და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილებები და თანამდებობას ტოვებენ - მინისტრის მოადგილეები, თემურ მურღულია და ლია გიგაური, თამარ სანიკიძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი. გიორგი მაჩაბელი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი. მანანა მიქაბერიძე - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, მაია მიმინოშვილი - შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი,“ - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მოადგილეების რაოდენობა მცირდება და მინისტრს 7-ის ნაცვლად 5 მოადგილე ეყოლება. მინისტრის თქმით, უწყებაში ცვლილებები გაგრძელდება.

დღის ამბები