27 აპრილი 2024,   06:56
ვრცლად
განახლებული ხელშეკრულებები და საათობრივი ანაზღაურება - საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შეხვდებიან

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები და პროფკავშირის წარმომადგენლები დღეს, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შეხვდებიან. ისინი ანა ნაცვლიშვილთან შეხვედრაზე, მაუწყებელში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ.

საქმე ეხება თანამშრომელთა შრომით ხელშეკრულებებს და მენეჯმენტის ახალ მოთხოვნებს.  დღევანდელ შეხვედრაზე მოხდება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისთვის თანამშრომელთა მოთხოვნების გაცნობა.

პროფკავშირები არსებულ საფრთხეებზე საუბრობენ და ისეთი სამუშაო დოკუმენტის შექმნას ითხოვენ, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს დაარეგულირებს.

„არსებობს საფრთხე, რომ აღებულ იქნას 45 მილიონიანი კრედიტი და შემდეგ ეს კრედიტი არაეფექტურად იქნას გამოყენებული. ეს საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობას და გამოიწვევს მის მთლიან პარალიზებას,“-აცხადებს პროფკავშირების გამგეობის წევრი ლელა კურდღელაშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების პროტესტი არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელიც თანახმადაც 150 თანამშრომელს ხელშეკრულების განახლება მოსთხოვეს, რომელიც საათობრივ ანაზღაურებას ითვალისწინებს.

„კითხვები ძალიან ბევრია, მათ შორის ის გაგრძელდება თუ არა ასეთის სახით ოპტიმიზაცია. რა არის ის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანებმა თუნდაც სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში ტავი არ იგრძნონ უსამართლო მდგომარეობას,“-განაცხადა ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა.

დღის ამბები