27 აპრილი 2024,   04:58
ვრცლად
საქართველოს შს მინისტრი უკრაინელ კოლეგას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია უკრაინელ კოლეგას, არსენ ავაკოვს შეხვდა. გიორგი გახარია, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ ე.წ. „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფოთაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიცირება მოხდა, რომლის წევრებიც კოორდინაციას გაუწევენ ორგანიზებულ დანაშაულთან და „კანონიერ ქურდებთან“ ბრძოლას.

გიორგი გახარიამ და არსენ ავაკოვმა შეხვედრაზე, ასევე, საერთაშორისო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზეც ისაუბრეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას საქართველოს ევროპოლთან გაფორმებული ხელშეკრულებაზეც ესაუბრა.

დღის ამბები