06 მაისი 2024,   08:41
ვრცლად
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ერთი საღამოს სარესტორნო მომსახურებაში, 18 ათასი ლარი დახარჯა - ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის ბიუჯეტის ხარჯვაში ადანაშაულებს.

ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, არსებობს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ერთი საღამოს სარესტორნო მომსახურებაში, 18 ათასი ლარი დახარჯა.

"ნაციონალური მოძრაობა" დარწმუნებულია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიება ბიუჯეტის ხარჯზე წინასაარჩევნო კამპანია იყო. ოპოზიცია აუდიტის სამსახურს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

"ნაცვლად იმისა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო დაკავებული იყოს იმ პრობლემებით, რომელიც გარემოში გვაქვს დაქეიფობენ ეს ადამიანები იქით-აქეთ იმისათვის, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერა მოიპოვონ და ამისთვის ბიუჯეტიდან ვიხდით ათობით ათას ლარს, მივმართავთ აუდიტის სამსახურს,“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.

ბრალდებებს უარყოფენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, სადაც ამბობენ, რომ ღონისძიებაზე სააგენტოს 10 წლის იუბილე აღნიშნეს.

დღის ამბები