18 ნოემბერი 2018,   19:20
ვრცლად
ე.წ. „სტაიანშჩიკებს“ საქმიანობა აეკრძალებათ - მესადგომეები კალაძის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

დედაქალაქის მერის დავალებით, თბილისში პარკირების მომწესრიგებლებს საქმიანობა აეკრძალებათ. კახა კალაძე ამ გადაწყვეტილებას მძღოლების დისკომფორტით და პარკირებაზე არსებული ოფიციალური გადასახადით ხსნის.

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მესადგომეების პრობლემის მოგვარება ზედამხედველობის სამსახურის უფროსს დაავალა. მერის გადაწყვეტილებით, არამხოლოდ თვითდასაქმებულები, არამედ ის მოქალაქეებიც დაჯარიმდებიან, რომლებიც თვითნებურად შემოსაზღვრავენ და დაიკავებენ საპარკინგე ადგილს.

დედაქალაქის მერის გადაწყვეტილების გამო მესადგომეებმა უკმაყოფილება გამოხატეს. მათი თქმით, წინასაარჩევნოდ ქვეყანას კიდევ ბევრი გაჭირვებული შეემატება.

ე.წ. „სტაიანშჩიკების“ არსებობას თბილისში არ აპროტესტებენ მძღოლები. ისინი აცხადებენ, რომ ხშირ შემთხვევაში ქალაქში არსებული მოუწესრიგებელი პარკინგის გამო, მათი დახმარება სჭირდებათ კიდეც.

ამავე თემაზე
დღის ამბები