27 აპრილი 2024,   02:04
ვრცლად
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ტვირთის უკანონოდ ტრანსპორტირების ფაქტი აღკვეთეს

სამართალდამცველებმა საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ყაზბეგსა და წითელ ხიდზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ტვირთის, საქართველოს გავლით, უკანონოდ ტრანსპორტირების ფაქტი აღკვეთეს.

საბაჟოს კონტროლის ზონაში დათვალიერების დროს სატვირთო მანქანებში, დოკუმენტებში აღნიშნული სველი ხელსახოცის ნაცვლად, სიგარეტი აღმოჩნდა.

საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

დღის ამბები