27 აპრილი 2024,   03:02
ვრცლად
ერგნეთში შეხვედრა ჩაიშალა - დეფაქტო ხელისუფლებამ დღის წესრიგიდან ტატუნაშვილისა და ბაშარულის საკითხების ამოღება მოითხოვა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 89-ე შეხვედრა დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ დღის წესრიგიდან არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის მკვლელობების საკითხების ამოღება მოითხოვეს.

სუს-ის განცხადებით, საკითხების დღის წესრიგიდან მოხსნა და ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მსგავსი მოთხოვნები ეწინააღმდეგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები