15 ნოემბერი 2018,   07:09
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე, მეუღლესთან ერთად, სოფელ ხურვალეთში ოკუპაციის ხაზთან მივიდა

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი და მისი მეუღლე - პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი, გაერთიანების სხვა ლიდერებთან ერთად, სოფელ ხურვალეთში ოკუპაციის ხაზთან მივიდნენ.

მოსახლეობა წუხს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ოკუპანტებმა გადმოსწიეს ოკუპაციის ხაზი, მიტაცებულ ტერიტორიაზე მოხდა სახნავ-სათესი მიწები, სალოცავები და წინაპრების საფლავები.

ადგილობრივების თქმით, ოკუპაციის ხაზთან სისტემატიურად ხდება ადამიანების გატაცება. მოსახლეობა აცხადებს, რომ "პრაქტიკულად ლეკიანობაა".

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს გაერთიანებას.

„საქართველოს მიწაზე დგას ოკუპანტის ბინძური ჩექმა და საქართველოს მიწაზე არის გავლებული მავთულხლართები, რომელმაც ბერლინის კედელი ჩაანაცვლა იმიტომ, რომ რუსეთს რაც არ უნდა ერქვას - საბჭოთა კავშირი, რუსეთი - კედლების, მავთულხლართების, საკონცენტრაციო ბანაკების გარეშე არსებობა არ შეუძლია... ერთი რაღაც ნამდვილად შემიძლია, გითხრათ - ეს მავთულხლართებიც გაქრება საქართველოს მიწიდან და ამის ორგანიზატორებიც და შემსრულებლებიც ჰააგაში გალიიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე კამერებში ასე შემოხედავენ ქართველ ხალხს და დაიწყებენ ბოდიშის მოხდას,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები