27 აპრილი 2024,   01:57
ვრცლად
სტამბოლში საპროტესტო აქციის 500-მდე მონაწილე დააკავეს

სტამბოლში საპროტესტო აქციის 500-მდე მონაწილე დააკავეს. დაკავებულები ქალაქის ახალი აეროპორტის სამშენებლო სამუშაოებში მონაწილე პირები არიან.

ისინი მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ და ანაზღაურების მომატებასა და სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ. მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

სტამბოლის ახალი აეროპორტის გახსნას თურქეთის ხელისუფლება ოქტომბრის ბოლოს გეგმავს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აეროპორტი იქნება და ერთდროულად 114 თვითმფრინავის მიღება შეეძლება.

დღის ამბები