26 აპრილი 2024,   23:36
ვრცლად
"არ შეიძლება, რომ ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს"-პატრიაქრი მარიხუანას კულტივაციის საკითხზე ხელისუფლებას მიმართავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მთავრობას მოუწოდებს აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მარიხუანას რეალიზაცია კერძო სექტორის ხელში არ გადავიდეს. ამ შემთხვევაში ილია მეორე ვარაუდობს, რომ სახელმწიფო ვეღარ გააკონტროლებს კანაფის მიმოქცევას. როგორც სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას პატრიარქმა აღნიშნა, დაუშვებელია მხოლოდ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ფიქრი თუ არსებობს საფრთხე იმის, რომ ამ პროცესმა საზოგადება დააზარალოს.

„ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. კერძო სექტორში, რომ გადავიდეს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ მას. ახლა დგას საკითხი, რომ კანონმდებლობა იყოს გამომუშავებული. იმ კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე. არ შეიძლება, რომ ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ ეკონომიკურად შემოსავალი ექნება ქვეყანას, რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს,”-განაცხადა პატრიარქმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები