15 ნოემბერი 2018,   07:06
ვრცლად
სამღვდელოების პროტესტი და პატრიარქის კრიტიკა ხელისუფლებას - "ოცნებამ" მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის განხილვა გადადო

სამღვდელოება მრევლთან ერთად მთავრობის ინიციატივას უპირისპირდება. სასულიერო პირები მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის საკითხს საპროტესტო მსვლელობით  გამოეხმაურნენ. სამების საკათედრო ტაძრიდან საკრებულომდე სამღვდელოება მრევლთან ერთად მივიდა და ხელისუფლების ინიციატივა ამ ფორმით დაგმო. სასულიერო პირები ამბობენ, რომ მთავრობამ გადაწყევტილება ისე მიიღო, რომ არც საპატრიარქოსთვის და არც ხალხისთვის არაფერი უკითხავს.

მსვლელობას წინ უძღოდა პატრიარქის ქადაგება სამების საკათედრო ტაძარში. კათოლიკოსმა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი შესაძლოა კერძო სექტორის ხელში აღმოჩნდეს, რაც ქვეყნისთვის დამღუპველია. ილია მეორის განცხადებით არ შეიძლება ეკონომიკური წინსვლა ახალგაზრდების ჯანმრთელობის ხარჯზე ხდებოდეს.

პარალელურად, დღესვე განცხადება გაკეთდა „ქართული ოცნების“ ოფისში. დღეს გახდა ცნობილი, რომ პარლამენტმა მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა შეაჩერა. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით ეს იმ დრომდე მოხდება სანამ აღნიშნულ თემაზე საჯარო განხილვები არ მოეწყობა. 

დღის ამბები