26 აპრილი 2024,   08:41
ვრცლად
მარიხუანას რეალიზებისთვის დასჯილი ათასობით მოქალაქე - ხელისუფლება კანაფის ექსპორტს ახლა თავად გეგმავს

ათასობით ადამიანი, რომელიც ციხეში მარიხუანას მოხმარებისთვის მოხვდა-მარიხუანასთან დაკაშირებული ძალადობრივი რეპრესიის ყველაზე გახმაურებული შემთხვევა დემურ სტურუას სახელს უკაშირდება, რომელსაც პოლიცია სავარაუდოდ პლანის მოყვარული ახალგაზრდების დასმენას აიძულებდა. ახალგაზრდამ ზეწოლას ვერ გაუძლო და თავი ჩამოიხრჩო. მარიხუანას როგორც შანტაჟის იარაღს, პოლიცია სავარაუდოდ ისე იყენებდა გიორგი მიქაუტაძის წინააღმდეგაც, ეს შემთხვევაც სუიციდით დასრულდა.

იყო შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდებს მარიხუანა შანტაჟის მიზნით ჩაუდეს და იყო ათასობით გაუბედურებული ადამიანი, რომლის ხანმოკლე ნირვანაც მილიონობით ლარის ჯარიმაში და მრავალწლიან საპატიმრო სასჯელში გარდაისახა. მარიხუანის ფლობისათვის ერთ-ერთი ბოლო, ვინც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, ბექა წიქარიშვილი იყო.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მარიხუანას მოხმარებაზე სასჯელი გააუქმა, მმართველი გუნდის პროტესტი მოჰყვა. დაიწყო მუშაობა ახალი რეგულაციების შემოღებაზე, თუმცა ამის პარალელურად ხელისუფლებამ არც მეტი არც ნაკლები, ქვეყანაში სამედიცინო მარიხუანის ინდუსტრიულ წარმოებას და პლანის პლანტაციების გაშენებას მწვანე შუქი აუნთო.

კანონპროექტში განმარტებულია, რომ საქართველოში სამედიცინო მარიხუანის გადამუშავების შედეგად მიღებული მედიკამენტების გაყიდვა აიკრძალება. სამედიცინო მარიხუანის ექსპორტის გზით, კი ხელისუფლება ქვეყანაში ყოველწლიურად 1 მლრდ. დოლარის შემოსვლას პროგნოზირებს. 

ავტორი: მიშა სესიაშვილი

დღის ამბები