05 მაისი 2024,   22:54
ვრცლად
აქცია სოფელ გომში - საწვრთნელ ბაზაზე გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

საპროტესტო აქცია სოფელ გომში - სამი თვის წინ საწვრთნელ ბაზაზე გარდაცვლილი, 31 წლის სამხედროს, მირზა ჩიჩუას ახლობლები ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ.

ჩიჩუას ოჯახის წევრების განცხადებით, ჯარისკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა, ექსპერტიზამ კი დაუდგინა მძიმე ხარისხის ალკოჰოლური თრობა.

ჯარისკაცის ახლობლები აცხადებენ, რომ ექსპერტიზა არასწორად არის ჩატარებული ამიტომ ისინი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ.  მათივე თქმით, ჩიჩუა არასოდეს სვამდა.

ოჯახი საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. 

დღის ამბები