07 მაისი 2024,   02:24
ვრცლად
საპატრიარქო არის გაბრაზებული და ამ გაბრაზების უამრავი მიზეზი არსებობს - თეოლოგები მღვდელმთავრებისა და ხელისუფლების დაპირისპირებაზე 

ხელისუფლების ინიციატივა და მმართველ გუნდს დაპირისპირებული საპატრიარქო. თეოლოგები მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებით მღვდელმთავრების მწვავე რეაქციას აფასებენ.

სფეროს ექსპერტები თვლიან, რომ საპატრიარქო გაბრაზებულია და ამის არაერთ მიზეზსაც ასახელებენ. მათ შორისაა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე და ასევე საბიუჯეტო დაფინანსება.

„შესაძლებელია საპატრიარქოს ჰქონდეს კეთილი ზრახვები ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ შესაძლებელია საპატრიარქოში მყოფ ცალკეულ პირებს ჰქონდეს მნიშვნელოვანი ანგარებითი მომენტებიც. ამ შემთხვევაში საპატრიარქო არის გაბრაზებული ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით და ამ გაბრაზების მიზეზი არსებობს უამრავი. დაწყებული დეკანოზ მამალაძის საქმით და დამთავრებული იმით, რომ შესაძლოა მომავალ საბიუჯეტო წელს უფრო მეტ საბიუჯეტო დაფინანსებას ელოდეს,“-განაცხადა გოჩა მირცხულავამ.

თეოლოგების ნაწილის განცხადებით, ცალკეული მღვდელმთავრების პოზიციები გასათვალისწინებელია. მათივე თქმით, მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებით, საქართველოს პატრიარქი საკუთარ პოზიციებში უფრო ხისტი უნდა ყოფილიყო.

„ცალკეული მღვდელმთავრების  განაცხადი, რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია, რადგან ამ საკითხში შეთანხმებულია მთლიანად მღვდელმთავართა საბჭო, რომ ეს არის ცალსახად დესტრუქციული, პრობლემური და იმთავითვე არამართლზომიერი და არარელევანტური ქართული საზოგადოებისთვის, რადგან როგორც სახელმწიფო ისე ხალხი ამისთვის მზად არ არის,“-ამბობს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები