06 მაისი 2024,   18:06
ვრცლად
საქართველოსა და ევროკავშირის ღირებულებები - თბილისში კონფერენცია გაიხსნა

საქართველოსა და ევროკავშირის ღირებულებები - ამ სახელწოდების კონფერენცია გაიხსნა თბილისში. ღონისძიებაზე სამი დღის განმავლობაში საფრანგეთის, გერმანიისა და საქართველოს ახალგაზრდა წარმომადგენლები საკუთარი მოსაზრებებს გაცვლიან.

შეხვედრა სამი ქვეყნის ანალიტიკური ინსტიტუტების მიერ არის ორგანიზებული.

შეხვედრის მონაწილეებისთვის საგანგებო მიღება გამართეს საფრანგეთისა და გერმანიის საელჩოებმა. საღამოს ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა.

დღის ამბები