26 აპრილი 2024,   23:48
ვრცლად
ლოს ანჯელესში ემის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა 

ლოს ანჯელესში ემის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. რიგით 70-თე საიუბილეო ცერემონიის ტრიუმფატორი "სამეფო კარის თამაშები" გახდა.

პოპულარული ტელეშოუ წლის საუკეთესო დრამატულ სერიალად დასახელდა და მთავარ ჯილდოსთან ერთად კიდევ 8 ნომინაციაში შეძლო გამარჯვების მოპოვება.

წლის საუკეთესო მსახიობად მეთიუ რიზი აღიარეს, სერიალ ამერიკელებში შესრულებული მთავარი როლისთვის.

ამავე კატეგორიაში ქალებს შორის ემის ქანდაკება კლერ ფოის გადასცეს, რომელიც ბრიტანულ ტელეშოუში გვირგვინი, მთავარ პერსონაჟს ასახიერებს.

მინი სერიალებში შესრულებული მთავარი როლებისთვის ჯილდოები დარენ კრისს და რეჯინა კინგს გადაეცათ. კომედიური ჟანრის საუკეთესი სერიალად "საოცარი მისის მეიზელი" დაასახელეს.

დღის ამბები