27 აპრილი 2024,   01:49
ვრცლად
შესაძლო კორუფციული გარიგებები საგარეო საქმეთა სამინისტროში - მინისტრის მოადგილე კითხვებს არ პასუხობს

აუდიტის სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაძლო კორუფციული რისკების შესწავლას მოითხოვს.  საუბარია უწყების მიერ 2017 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვატო მახარობლიშვილი ფიგურირებს. სკანდალურ დასკვნასთან დაკავშირებით, მახარობლიშვილი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.

აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უწყების ახალი შენობის საპროექტო სამუშაოებისთვის ხელშეკრულება გაუფორმა ვატო მახარობლიშვილის ძმის კომპანიას, თავად შპს კი თანხის ჩარიცხვამდე ერთი დღით ადრე დაფუძნდა.

აუდიტის სამსახური მიუთითებს იმაზეც, რომ კომპანიამ უხარისხოდ შეასრულა 700 ათას ლარიანი პროექტი, რამაც დამატებით გააჩინა ეჭვი კორუფციის რისკებთან დაკავშირებით.

ამ თემაზე "შაბათის კურიერმა" სიუჟეტი რადენიმე კვირის წინ მოამზადა, თუმცა ვატო მახარობლიშვილს განმარტება არც მაშინ გაუკეთებია.

რაც შეეხება პროკურატურას, მთავარი პროკურორი არ აკონკრეტებს დაიწყება თუ არა გამოძიება ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები წინააღმდეგ აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 

დღის ამბები